დარეჯან ჩხიკვაძე
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავა
რეგიონი

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავა. ის განყოფილებაში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს.
პარალელურად გამოკითხვაზე იმყოფება გიორგი კირთაძე. მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მოხდა. გიორგი კირთაძეს თავს კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი დაესხა და კირთაძეს პირდაპირ ეთერში კვერცხები ესროლა. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.





