დარეჯან ჩხიკვაძე
აჭარაში ე.წ. ნარინჯისფერი რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა
რეგიონი

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
აჭარაში ე.წ. ნარინჯისფერი რთველისთვის სამზადისი დაიწყო. წელს 45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. რეგიონში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანიცაა ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ხანიშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ექსპორტიორები, საწარმოების წარმლამდგენლები და ფერმერები დაესწრნენ.
შტაბი თებერვლამდე იფუნქციონირებს, იმუშავებს ცხელი ხაზიც.




