წალენჯიხაში, საბავშვო ბაღების თანამშრომლების პროტესტი გრძელდება
რეგიონი

ფოტო: ვიდეოკადრი
წალენჯიხაში, საბავშვო ბაღების თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. დღეს ბაღის აღმზრდელები წალენჯიხის მერს შეხვდნენ და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება უსამართლობაა და მათთვის სრულად გაუგებარია მერის მიერ დაგეგმილი რეფორმები.
მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა კი აცხადებს, რომ საკადრო ოპტიმიზაცია ბაღში გარდაუვალია.
„დაუშვებელია ერთი და იგივე რაოდენობის ბავშვებს, ანუ ჯგუფს სხვადასხვა ბაღში ემსახურებოდეს 1,3,5, და ა.შ. თანაშემწე. საქართველოში პირველად ხდება რეფორმის გასაუბრების ფორმით დამკვიდრება“, - განაცხადა გია ხარჩილავამ.



