აქციის, „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, წალენჯიხელმა პირველკლასელებმა პირველი ნერგები დარგეს
რეგიონი
ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო.
პატარებთან ერთად, ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მერის მოადგილემ გიორგი კვარაცხელიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დარეჯან დადიანმა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მასში, ქვეყნის მასშტაბით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მონაწილეობს.
პროექტის პარტნიორები არიან:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,
თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბუნებაზე ზრუნვის ჩვევის ჩამოყალიბებას.




