წალენჯიხის საკრებულომ მოადგილეები აირჩია
რეგიონი

ფოტო: თეონა კვარაცხელია
გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გარიგების შედეგად, წალენჯიხის საკრებულომ მოადგილეები აირჩია. პირველი მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ავთანდილ გაბელიაა, ხოლო მეორე მოადგილე „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი დარსალია გახდა.
მათ კანდიდატურას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში „ქართულ ოცნებას“ მონაწილეობა არ მიუღია.
პარტიამ მესამე მოადგილის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზეც უარი განაცხადა. მმართველი გუნდის შეფასებით, დღევანდელი პროცესები ოპოზიციური პარტიების ალიანსის გაგრძელებაა და „წინასწარ დადგმულ სპექტაკლში“ ისინი მონაწილეობას არ აპირებენ.





