24 ოქტომბერი 2026, 19:49
თელავი ტრადიციულ ჭაჭის ფესტივალს მასპინძლობს
რეგიონი

ფოტო: თელავის მერია
გაზიარება
თელავი ტრადიციულ ჭაჭის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიების ეპიცენტრი ერეკლე მეორის გამზირია.
მოწყობილ პავილიონებში ფერმერებს, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებლებს საკუთარი პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი.
მუნიციპალიტეტების მონაწილეობით კი სხვადასხვა თემატური სივრცეა მოწყობილი, რომლებიც კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელ ტრადიციებსა და კულტურას ასახავს.
ღონისძიების დასასრულს 2026 წლის საუკეთესო ჭაჭის მწარმოებლებს დააჯილდოებენ.





