06 ივნისი 2021, 17:50
აბასთუმანში მაშველები შვიდ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ
რეგიონი

ფოტო: ბადრი ვადაჭკორია
გაზიარება
აბასთუმანში მაშველები შვიდ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ.
რეინჯერებმა მოკვლევა ამჯერად საირმის ტყის ტერიტორიაზე დაიწყეს, სადაც საცეცხლურები იპოვეს. რეინჯერთა განცხადებით, ცეცხლი აღნიშნულ ტერიტორიაზე გუშინაა დანთებული და სავარაუდოდ, დაკარგული სტუდენტები აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდები 3 დღის წინ ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მათი კვალი გაქრა. ბოლოს ახალგაზრდები მწყემსმა ტყეში 4 ივნისს ნახა.
სამძებრო პროცესში 40 მეხანძრე-მაშველი, პოლიცია და ასევე, 30 რეინჯერია ჩართული. სამძებრო სამუშაო დრონების საშუალებითაც მიმდინარეობს.





