10 აპრილი 2021, 21:28
ნამოხვანთან მაშველები მდინარე რიონში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ
რეგიონი

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
გაზიარება
ნამოხვანთან მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ნამოხვანთან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან ჩასული კაცი მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
თვითმხილველთა თქმით, კაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები.





