15 ივნისი 2020, 00:37
დარეჯან ჩხიკვაძე
ძლიერმა სეტყვამ ქედაში ხუთი სოფელი დააზარალა
რეგიონი

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
გაზიარება
ძლიერმა სეტყვამ ქედაში ხუთი სოფელი დააზარალა. ხარაულაში, დანდალოში, კოკოტაურში, ცხმორისა და აბუქეთაში სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. ადგილობროვების განცხადებით, დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი.
ქედის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას მერის წარმომადგენლები სწავლობენ, ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.





