პარლამენტმა „სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმი“ დანაშაულებრივად არ გამოაცხადა
პოლიტიკა

ირმა ინაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციას, რომელიც "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა მხარი არ დაუჭირა. ინიციატორი „პატრიოტთა ალიანსი“ იყო.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას სამართლებრივ პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა საქართველოში სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადდეს.
"ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი",- ნათქვამია რეზოლუციის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 45-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 16 იყო. კენჭისყრაში მონიაწილე (მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე) დეპუტატების სია პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ეს რეზოლუცია ირმა ინაშვილმა ჯერ კიდევ ზაფხულში დააანონსა. მოგვიანებით, ოქტომბერში მას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.





