ანა ბერუკაშვილი
"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის
პოლიტიკა

განათლების კომიტეტის სხდომა
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტმა წარადგინა. კანონპრექტი სტუდენტურ თვითმმართველობებთან და „აუდიტორია 115“-თან ერთად შემუშავდა.
წარმოდგენილი კანონპროექტით მოწესრიგდება აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის ვადები. ყველა წევრი აირჩევა თანაბარი - 4 წლის ვადით. პირდაპირი არჩევის წესი, რომელიც აქამდე მხოლოდ სენატზე ვრცედლებოდა, ფაკულტეტურ საბჭოებსაც შეეხება. ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება ყველა საფეხურის (ბაკალავრი, ამგისტრი, დოქტორანტურა) სტუდენტს შეეძლება. კანონპროექტში წერია, რომ სტუდენტებს ექნებათ თანაბარი ხელმისაწვდომობა ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებთან.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობები არ უქმდება, პირიქით მათ უფრო მეტი ავტონომია მიენიჭებათ. მარიამ ჯაში ამბობს, რომ პირველი მოსმენისას განსახილველი საკითხები სტუდენტებთან შეჯერებული იყო, თუმცა ზოგადად გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები მაინც არსებობს.
სტუდენტები დღევანდელი კომიტეტის სხდომას არ დასწრებიან. აუდიტორია 115-ში ამბობენ, რომ საკომიტეტო ფორმატში მეორე მოსმენას აუცილებლად დაესწრებიან და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.





