დაპირისპირება პარტია „ახალში“ - ვის დარჩება ლოგო და ნომერი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება გრძელდება. უთანხმოებამ უკვე უშუალოდ პარტიების შიგნით გადაინაცვლა. ყურადღების ცენტრში ამჯერად პარტია „ახალია“, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ორად, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ფლანგებად გაიყოფა.
მიზეზად პარტიის ჩამოშლის მცდელობა სახელდება, რაშიც მელია გვარამიას ადანაშაულებს. გვარამია გავრცელებულ ცნობებს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ პარტია ისედაც ორი გუნდისგან შედგება, სხვები კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
პარალელურად, დაძაბულობა არ ნელდება მელია-გვარამიას ყოფილ პოლიტიკურ ოჯახშიც.
ვრცლად იხილეთ მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.





