ანი სარჯველაძე
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო
პოლიტიკა

ფოტო: ანი სარჯველაძე
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო. ახალი საახალწლო განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება.
დღემდე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა.
ამ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს, ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული. რუსთაველის, თამარაშვილი-ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, ბარათაშვილის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე დამონტაჟდება: ანგელოზი 3D დეკორეაცია, მოეწყობა ბადისებრი ტიპის განათება ე.წ. ცა, ეტლი გოგრის ფორმის, იქნება ასევე, ლოლოების ფარდა დეკორაცია, მზისა და გულის ფორმის ნაძვის ხის სათამაშოები.
რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზი 2D დეკორაცია - 145 ცალი და ფლეშ სტრინგები დაემატება. დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
ახალი საახალწლო დეკორაციები 600 ათასი ევრო დაჯდა. სად დადგამენ ნაძვის ხეს და როგორი იქნება საახალწლო ღონისძიებების განრიგი, დედაქალაქის მერის განმარტებით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გახდებ აცნობილი.




