მარიამ ქართველიშვილი
სანდრო გიორგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პოლიტიკა

სასამართლო პროცესი
ფოტო: მარიამ ქართველიშვილი
სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ბრალდებულების ციხიდან გაყვანის ეპიზოდში დაკავებული, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის მოადგილე, დავით ჩხიტუნიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ბრალდების მიერ შეფარდებული მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულს 333-ე მუხლის პირველი ნაწილი შეუფარდა, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდება, დავით ჩხიტუნიძეს უფლებამოსილების გადამეტებას და ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საქმის პროკურორების განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირები, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩხიტუნიძემ გაიყვანა. დაცვის მხარე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს. ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე საქართველოში არ იმყოფება. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.




