„ნაციონალური მოძრაობის“ მცირერიცხოვანი აქცია და ნანუკა ჟორჟოლიანის ქმედება პარტიაში დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია, რადგან ის სააკაშვილისთვის გამართულ აქციაზე არ მივიდა
პოლიტიკა

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
„ნაციონალური მოძრაობის“ მცირერიცხოვანი აქცია და ნანუკა ჟორჟოლიანის ქმედება პარტიაში დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია, რადგან ის სააკაშვილისთვის გამართულ აქციაზე არ მივიდა. სააკაშვილის გზავნილი კი ჟორჟოლიანს გიული ალასანიამ გადასცა, რომელმაც თავის მხრივ ჟორჟოლიანი მწვავედ გააკრიტიკა.
„ქრონიკა“ დაუკავშირდა მხარეებს. გიული ალასანია არ გვპასუხობს. ნანუკა ჟორჟოლიანი კი ირწმუნება, რომ აქციაზე მივიდა პეტრე ცისკარიშვილის გამოსვლის დროს, ანუ მაშინ, როდესაც აქცია სრულდებოდა, თუმცა ვერ ასახელებს ვის შეუძლია დაადასტუროს, რომ ის აქციაზე ნახეს.
„აქციაზე ვიყავი. პეტრე ცისკარიშვილი გამოდიოდა სიტყვით უკვე, დაახლოებით მაგ დროს მივედი, შემდეგ დასრულდა აქცია. გიული ალასანიას რეაქცია რა უნდა ყოფილიყო, როგორი უნდა იყოს, სულ უხარია ჩემი დანახვა, მაგრამ მაგ დღეს მე ქალბატონი გიული საერთოდ არ მინახავს. გიმტკიცოთ ვიყავი თუ არა აქციაზე? მართლა მეუბნებით ამას? პარტიის წევრებთან 24-საათიანი კომუნიკაცია მაქვს, „იმედი“ არ მჭირდება პარტიასთან შუამავლად“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ქრონიკასთან“.




