სალომე ზურაბიშვილს და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ
პოლიტიკა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 9 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს სმს შეტყობინებები გაუგზავნეს, სადაც ნათლად იყო გამოხატული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. „შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენს სისხლს დავლევ“, - ზურაბიშვილმა მუქარის შემცველი სიტყვების ციტირება გააკეთა.
„მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენფიტიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა შსს, რათა მათ რეაგირება მოახდინონ და ასევე მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ყურადღება მიაქციონ არჩევნების დროს ქვეყანაში შუღლის განვითარების პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის მოხდენის ინციდენტებს.





