დავით მათიკაშვილი: როგორც ეთიკურ-მორალური კუთხით, ასევე სამართლებრივი კუთხით მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სუროგაცია, სწორედ ამიტომაც არის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში აკრძალული
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როგორც ეთიკურ-მორალური კუთხით, ასევე სამართლებრივი კუთხით მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სუროგაცია, სწორედ ამიტომაც არის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში აკრძალული, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ის რისკები, რაც ახლავს ამ პროცესს, სახელმწიფოს მხრიდან დაზღვეული უნდა იყოს.
„ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა არსად არ დაიშვება სუროგაცია, პირიქით დანაშაულადაც კი არის ცალკეულ ქვეყნებში მიჩნეული. საუბარია ტრეფიკინგის, ქალების ექსპლუატაციის, ორგანოთა ვაჭრობის რისკებზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაზღვეული. სტატისტიკური მონაცემებით, 95% შემთხვევაში უცხოელების მიერ გამოიყენებოდა ეს პრაქტიკა. ეს არ ეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.




