კახაბერ კუპატაძე
კახეთში სიღნაღქალაქობას აღნიშნავენ
პოლიტიკა

ფოტო: კახა კუპატაძე
კახეთში, სიღნაღში, სიღნაღქალაქობას აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ბარათაშვილის ქუჩის მთელ პერიმეტრზე აივნებზე ხალიჩები გამოიფინა, განთავსდა ცხრა კასრი, სადაც ე.წ. „გლეხური წესით“ დამზადებული ღვინო და კუთხური სამზარეულოა წარმოდგენილი.
ცხვება „დედას პური“ და კახური ნაზუქი, მწვადი, მოდუღდება თათარა. მასპინძლები სტუმრებს კუთხური სამზარეულოს დაგემოვნებას სთავაზობენ.
ამასთან, სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. საფესტივალო ქუჩის მთელ პერიმეტრზე კი მედუდუკეთა და ფოლკლორული ანსამბლები სტუმრების საზეიმო განწყობაზე ზრუნავენ.
ღონისძიება, რომელიც ტრადიციულია და ყოველ წელს ტარდება, დღის ბოლოს კონცერტით დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაა.





