რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ფარისევლობა იქცა სამარკო ნიშნად. ისინი ერთი ხელით თითქოს სანქციებზე საუბრობენ, ხოლო მეორე მხრივ, სულ უფრო მეტად აძლიერებენ ეკონომიკურ - სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
საქართველოს პარლამენტი
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ სქემას, საიდანაც ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სანქციების მიუხედავად, რუსეთს ღვინოს რეექსპორტით აწვდიან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.
რატი იონათამიშვილი ევროკავშირის მხრიდან ფარისევლობაზე საუბრობს.
„ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ფარისევლობა იქცა სამარკო ნიშნად. ისინი ერთი ხელით თითქოს სანქციებზე საუბრობენ, ხოლო მეორე მხრივ, სულ უფრო მეტად აძლიერებენ ეკონომიკურ - სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. ამის მერე, რა თქმა უნდა, მათ არანაირი უფლება არ აქვთ სხვებს ელაპარაკონ კონკრეტულ საკითხებზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია სქემას აქვეყნებს, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სანქციების მიუხედავად, რუსეთს ღვინოს რეექსპორტით აწვდიან. ლატვია ღვინოს ყიდულობს საფრანგეთისგან, სამხრეთ აფრიკისა და ესპანეთისგან, ხოლო ამის შემდეგ აღნიშნულ პროდუქციას აწვდის რუსეთს.
ანალოგიური სქემით მუშაობს პოლონეთიც. პოლონეთი ღვინოს ყიდულობს საფრანგეთისგან, გერმანიისგან, ესპანეთისა და პორტუგალიისგან, ხოლო შემდეგ რუსეთზე ჰყიდის.





