06 ნოემბერი 2018, 17:39
პაპუნა შუშანია
ზუგდიდის ვიცემერად გეგა შენგელია დაინიშნა
პოლიტიკა

ფოტო: პაპუნა შუშანია
გაზიარება
„თიბისი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი, გეგა შენგელია ზუგდიდის ვიცემერად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია მან Imedinews-ს დაუდასტურა.
შენგელიას თქმით, ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა.
„კონკრეტულ გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სასიკეთო ძვრები იგეგმება და მოხარული ვარ, რომ ამაში მივიღებ მონაწილეობას", - აღნიშნა შენგელიამ.
მისივე თქმით, უფლება-მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.




