კახაბერ კუპატაძე
ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი რეგიონებში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს
პოლიტიკა

გელა სამხარაული
ფოტო: კახა კუპატაძე
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მმართველი პარტია საკადრო პოლიტიკას შეცვლის. მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებია, რის გამოც ქართული ოცნება არსებული კადრების გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა თქვა. ის კახეთის რეგიონში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. მათ შორის დეპუტატი ამბობს, რომ შესაძლოა ქალაქების მერები შეიცვალონ
"საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გვაჩვენა , რომ აუცილებელია საკადრო ცვლილებები, რომელიც მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საშუალებით ურთიერთობას გააღრმავებს. არ არის გამორიცხული საკადრო პოლიტიკა უახლოეს პერიოდში კახეთში, მათ შორის ახმეტაშიც განხორციელდეს. ეს ბუნებრივიცაა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის", - ამბობს დეპუტატი.
საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავენ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრები გრძელდება. დღევანდელ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.




