31 ოქტომბერი 2018, 11:04
ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
პოლიტიკა

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გაზიარება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, გადაუდებელი ელექტრო-მექანიკური სამუშაოების გამო, 1 ნოემბერს ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე (ქობულეთი-ბათუმის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
მათივე ცნობით, ამ რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.





