ანა შეპკინა
აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებისთვის გორის მერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
პოლიტიკა

აქცია გორში
ფოტო: რადიო მოზაიკა
სამოქალაქო მოძრაობამ "რუსეთი ოკუპანტია" გორის მერიასთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო. აქციის მონაწილეებმა მერიის კიბეებზე საკენკი და ფუნა დაყარეს. მათ საყვირებით გააპროტესტეს გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით. თავზარაშვილმა საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
აქციის მონაწილეები მერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიან აქციებს მისი გადადგომის მოთხოვნით გამართავენ.
აქციის მონაწილეებს მერი არ შეხვდა, როგორც მათ მერიაში უთხრეს, თავზარაშვილი შენობაში არ არის.
"დაგვემალა და არ შეგვხვდა.ველოდებით 6საათამდე და მერე სახლში მივადგებით.რადგან იმის თქმით რომ.ომი საქართველომ.დაიწყო მან პუტინის პოლიტიკას დაეთანხმა და შეურაცხყო ჩვენი სახლი - ჩვენი საქართველო", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ფოტო: ანა შეპკინა

ფოტო: ანა შეპკინა




