25 სექტემბერი 2018, 14:29
ხათუნა მაისურაძე
ზესტაფონში მე-8 დღეა მერის გადადგომას აქციით ითხოვენ
პოლიტიკა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
გაზიარება
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნოთ მერვე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კახა მახათაძის კაბინეტთან მოქალაქეები არიან შეკრებილები, ოთხი ადამიანი კი მეორე დღეა შიმშილობს.
,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი", - ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები მახათაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მერის გადადგომამდე არ დაიშლებიან.




