ზაჰესის ხიდის მშენებლობა დასრულდა
პოლიტიკა

ზაჰესის ხიდი
გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა. ხიდს დაემატა ტროტუარები და დამონტაჟდა გარეგანათების ახალი ქსელი. ახალი ხიდის გვერდით არსებული ზაჰესის ძველი ხიდი საკომუნიკაციო კომპანიების დანახარჯებით მოწესრიგდა და ის კომუნიკაციების სისტემის გამტარი იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ახალი ხიდი მტკვრის ორივე სანაპიროს ერთდონიანი გადასასვლელით უკავშირდება.
ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს "ენ სი სიმ" კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით განახორციელა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 000 000 ლარი გამოიყო.



