თრუსოს ხეობაში ჩარჩენილი ტურისტები გამოიყვანეს
პოლიტიკა
ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურისტები, რომლებიც თრუსოს ხეობაში რამდენიმე მანქანით იყვნენ ჩარჩენილები, სამშვიდობოზე გამოიყვანეს. ,მათი გამოყვანა საფეხმავლო გზებით მოხერხდა.
სტიქიის გამო, ტურისტები თრუსოს ხეობაში შვიდი მანქანით რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ გამოსავანად ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობდა.
ტურისტების გამოსაყვანად შესაბამის სამსახურებს დაახლოებით 5 საათი დასჭირდათ.
ყაზბეგის რაიონში სტიქიაა. ადიდებულია თერგი. გუდაურის მიმართულებით მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეიზღუდა.
წყალდიდობაა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაშიც. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე არაგვი ადიდდა. მდინარემ დააზიანა ჯებირები, დატბორა საკარ-მიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართები. ძლიერი წვიმა 9 აგვისტოს შუაღამეს დაიწყო.




