NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 41%-ისთვის კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მისაღებია
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
ფოტო: Facebook
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა.
გამოკითხულთა 29%-მა კითხვაზე, მისაღებია თუ არა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა, უპასუხა, რომ ეს მიუღებელია, კითხვაზე პასუხი არ იცის 28%-მა, ხოლო კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 2%-მა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა და მიზეზად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ფუნდამენტურ საკითხებზე უთანხმოება დაასახელა.





