NDI: გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
პოლიტიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო?- გამოკითხულთა 4% პასუხობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
25% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. რვა პროცენტმა კი დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“.
კითხვის ამ ვერსიაში არ ყოფილა პასუხის ვარიანტი „საქართველო საერთოდ არ იცვლება“.
კითხვის იმ ვერსიაში კი, სადაც პასუხის ვარიანტი მოცემულია, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა – 2% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 17% – ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 36% – საერთოდ არ იცვლება, 23% – ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17% ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 4%-მა დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“. 1 პროცენტმა კი პასუხზე უარი განაცხადა.
კვლევა ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





