ირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: „ქართული ოცნება“
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატი სერბეთის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„სხვა არჩევნებიც გავიხსენოთ ქვეყნის გარეთ. სასოწარკვეილებას რომ სახე ჰქონდეს, სასოწარკვეთილების სახე არის თითოეული ეს ჟივილ-ხივილი, რაც ქვეყნის გარეთ ნებისმიერ მოვლენას [მოჰყვება ხოლმე]. რას ზეიმობენ?! სერბეთში დემოკრატიული პროცესი წარიმართა, ერთი ძალა დამარცხდა, მეორემ გაიმარჯვა. ამას ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლიციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა კირცხალიამ.
25 ოქტომბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელიც სექტემბრის ბოლოს გადადგა, გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას გეგმავდა. მის მთავარ მეტოქეს წარმოადგენდა მოძრაობა „სტუდენტური სია - სტუდენტები იმარჯვებენ“, რომელიც ფორმალურად სულ რაღაც ერთ თვეზე მეტია, რაც შეიქმნა, თუმცა პრაქტიკულად ქვეყანაში ჯერ კიდევ 2024 წლიდან დაწყებული პროტესტის ნიადაგზე ჩამოყალიბდა.





