26 ივლისი 2018, 10:28
გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა
პოლიტიკა

მერაბ ჭანუყვაძე
ფოტო: არქივი
გაზიარება
გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, დეტალები უცნობია.
მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. ჭანუყვაძე ამ ეტაპზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
კანონმდებლობის მიხედვით, გუბერნატორის გადადგომის შემდეგ ხელმძღვანელის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს.
გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე, სოციალურ ქსელშიც დაწერეს.
.png)





