საბერძნეთში ხანძრისას დაკარგული ორი ქართველიდან ერთს მიაგნეს
პოლიტიკა

საბერძნეთი
ფოტო: facebook
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ხანძრის დროს დაკარგული ორი ქართველიდან ერთს, მარინა მახარაშვილს მიაკვლიეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ:
"ჩვენ ახლა ველოდებით საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზებულთა შესახებ ინფორმაციას. დილის შემდეგ, საელჩოს ცხელ ხაზზე ინციდენტების შესახებ ინფორმაცია აღარ შემოსულა. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვრჩებით", - განაცხადა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა.
საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეკონ ცხელ ხაზზე +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე.
ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.



