ანა ბერუკაშვილი
სასამართლო: იუსტიციის სამინისტროს 2 თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლეს
პოლიტიკა

სააპელაციო სასამართლო
ფოტო: ანა ბერუკაშვილი
სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი თანამშრომელი ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
თანამშრომლები სამსახურიდან 2014 წელს დაითხოვეს. ანა სუბელიანი აცხადებდა, რომ ეს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, გადაწყვეტილება მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათ ამავე ცენტრის დირექტორის სამსახურიდან გაშვება გააპროტესტეს, მათ შორის Facebook-ის პოსტებით.
ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის სამსახურიდან დათხოვნა 2016 წელს საქალაქო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია, მას შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო.





