აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი: GDI-მ თითქმის, ყველა მსხვილი კონსერვატიული საინფორმაციო გამოცემა სარეკლამო შავ სიაში შეიყვანა, რათა მათი ბიზნესი ფინანსურად გაენადგურებინა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი სოციალურ ქსელში USAID-ისა და Global Disinformation Index-ის (GDI) საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„GDI-მ თითქმის, ყველა მსხვილი კონსერვატიული საინფორმაციო გამოცემა სარეკლამო შავ სიაში შეიყვანა, რათა მათი ბიზნესი ფინანსურად გაენადგურებინა. GDI-მ იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მისთვის არასასურველ ნარატივებს ავრცელებდნენ, 200 მილიონი დოლარის სარეკლამო შემოსავალი დააკარგვინა. GDI-ს შეერთებული შტატების სადაზვერვო თანამეგობრობამ USAID-სთან რეკომენდაცია გაუწია”, - წერს მაიკ ბენცი.
USAID-ის საქმიანობის შესახებ New York Post-ის გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ USAID Facebook-თან თანამშრომლობდა კონკრეტული პოსტების წაშლის მიზნით, ამასთან, უცხოური საინფორმაციო ვებსაიტების ონლაინ პლატფორმებიდან ჩამოშორების გეგმის შემუშავებას ცდილობდა. აქვე საუბარია ბრიტანული ორგანიზაცია Global Disinformation Index-ის (GDI) საქმიანობაზე.





