პაპუნა შუშანია
ჭუბერში გაწმენდითი სამუშაოები განახლდა
პოლიტიკა

ჭუბერი
ფოტო: პაპუნა შუშანია
ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები დილიდან განახლდა და ინტენსიურად მიმდინარეობს.
როგორიც ჭუბერის რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა imedinews-სთან განუცხადა, სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს და დღის ბოლომდე დასრულდება პანელური ხიდის აწყობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ნენსკრას მარცხენა მხარეს მძიმე ტექნიკის გადაყვანა.
5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.
8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.




