გარუჯვის მსურველებისთვის რეკომენდაციები ვრცელდება
პოლიტიკა

ბათუმი
ფოტო: shutterstock.com
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გარუჯვის მსურველებს რეკომენდაციას აძლევს და ურჩევს, რომ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე მზის აბაზანების მიღებას მოერიდონ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ქაშიბაძის თქმით, ბოლო პერიოდში მზეზე დამწვრობის შემთხვევებმა მოიტანა, პაციენტებს ძირითადად პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები აქვთ.
„ზოგადად, დამწვრობის ცენტრისთვის მიმართვიანობის სტატისტიკა გაზრდილია, ვიდრე გასულ წელს და იმის წინა წელს იყო. რუჯის მიღების მსურველები, უმჯობესია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ხანგრძლივი დროით არ იყვნენ მზეზე. აღნიშნულ პერიოდში მზეზე ყოფნას განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ბავშვები და მოხუცები. წაისვან მზისგან დამცავი კრემები“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. სიცხეების გამო აქტიურდება სხვადასხვა დაავადება, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.





