ნინო არღვლიანი
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
პოლიტიკა

ფოტო: ნინო არღვლიანი
81 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი: პარლამენტმა სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებებით 11-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა. გადაწყვეტილებას მთავრობა მცირე მთავრობს კონცეფციით ხსნის და შედეგად მოქმნილ და ეფექტურ სახელმწიფო უწყებებს აანონსებს.
მანამდე მთავრობამ გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებთან დაკავშირებული პარლამენტის რეკომენდაციები გაიზიარა.
4 ივლისს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით უყარა კენჭი და მხარი 84 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
3 ივლისს მცირე მთავრობის კონცეფციის საკომიტეტო განიხლვები პირველი მოსმენით დასრულდა. 2 ივლისს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტმა მთავრობის მოთხოვნა გაიზიარა და სტრუქტურული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას დათანხმდა.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.





