გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტარების ფასიანი გამოსვლები ჩვენ არაერთხელ გვინახავს - რეალურად, ეს ე.წ. ევროპარლამენტარები გვეუბნებიან, რომ თურმე, დემოკრატია ყოფილა, როდესაც საზოგადოებას ანტიკონსტიტუციური ქმედებებისკენ მოუწოდებ
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რეალურად, ეს ე.წ. ევროპარლამენტარები გვეუბნებიან, რომ თურმე, დემოკრატია ყოფილა, როდესაც საზოგადოებას ანტიკონსტიტუციური ქმედებებისკენ მოუწოდებ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა რამდენიმე ევროპარლამენტარის მხრიდან დღეს თბილისში დაანონსებული აქციის მხარდაჭერის შესახებ.
მისივე თქმით, ე.წ. ვითომ ევროპელი პარლამენტარები მათ ასწავლიან, რა არის ევროპული ღირებულება.
„ევროპარლამენტარების ფასიანი გამოსვლები ჩვენ არაერთხელ გვინახავს. პირდაპირ დაინტერესებულები არიან, მატერიალურად, სხვადასხვა სუბიექტური ინტერესით, რომ ქვეყანაში ეროვნული ხელისუფლება არ იყოს. ამ დროს ეს ე.წ. ვითომ ევროპელი პარლამენტარები, ჩვენ გვასწავლიან ევროპულ ღირებულებას. რა არის ევროპული ღირებულება? - რომ მოუწოდო უცხო ქვეყანაში საზოგადოებას, ვინ უნდა აირჩიოს ხელისუფლებაში ან არჩეული ხელისუფლება გადააყენოს უკანონოდ თუ არა?! მით უმეტეს, აქციაზე, რომელიც ანტისახელმწიფოებრივია, საზოგადოებას მოუწოდოს?! ანუ, რეალურად, ეს ე.წ. ევროპარლამენტარები გვეუბნებიან, რომ თურმე დემოკრატია ყოფილა, როდესაც ანტიკონსტიტუციური ქმედებებისკენ მოუწოდებ საზოგადოებას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.





