პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პოლიტიკა

ფოტო: პარლამენტის ვებგვერდი
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით უყარა კენჭი და მხარი 84 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირა. ცვლილებების შესახებ მომზადებული პროექტი დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გააცნო.
საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებების 116 კანონში შეტანას გულისხმობს, რომლის დამტკიცების შემდეგაც ქვეყანაში,13-ის ნაცვლად, 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ იდეა წარმატებული იქნება.
კენჭისყრამდე პარლამენტში რამდენიმე სამინისტროს დასახელების შეცვლამ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. საუბარია განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს დასახელებებზე.
3 ივლისს მცირე მთავრობის კონცეფციის საკომიტეტო განიხლვები პირველი მოსმენით დასრულდა.
2 ივლისს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტმა მთავრობის მოთხოვნა გაიზიარა და სტრუქტურული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას დათანხმდა.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.





