03 ივლისი 2018, 20:38
მცირე მთავრობის კონცეფციის საკომიტეტო განიხლვები პირველი მოსმენით დასრულდა
პოლიტიკა
გაზიარება
მცირე მთავრობის კონცეფციის საკომიტეტო განხლვები პირველი მოსმენით დასრულებულია. უკვე ხვალიდან დეპუტატები პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბებიან და 116 კანონში შესატან ცვლილებებზე დაიწყებენ მსჯელობას. ცვლილებების მიღების შემდეგ კი, 13 სამინისტროს ნაცვლად, 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.
2 ივლისს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტმა მთავრობის მოთხოვნა გაიზიარა და სტრუქტურული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას დათანხმდა.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.





