ვინ შეცვლის გიორგი კვირიკაშვილს - უმრავლესობაში კანდიდატურებს ასახელებენ
პოლიტიკა
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პრემიერმინისტრის თანამდებობაზე კანდიდატის შესახებ მსჯელობენ. შეხვედრა უკვე დაიწყო. სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი, ვინ აღარ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში.
არსებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრობის კანდიდატები არიან ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე და შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია.
გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.
გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ 13 ივნისს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.





