ლევან მაჭავარიანი: პროტესტი ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომელიც დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მთავარია, ეს პროტესტი და დემონსტრაცია იყოს კანონის ფარგლებში
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: ქართული ოცნება
პროტესტი ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომელიც დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მთავარია, ეს პროტესტი და დემონსტრაცია იყოს კანონის ფარგლებში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების პარალელურად, რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტს.
ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებააში ყოფნის პერიოდში „ქართულ ოცნებას“ პროტესტის გამოხატვაში არავისთვის შეუშლია ხელი.
„14 წელია ხელისუფლებაში ვართ. არავისთვის არასდროს ხელი არ შეგვიშლია. მთავარია, რომ ეს ყველაფერი არ გასცდეს კანონის ფარგლებს, რაც ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში - „მშვიდობიანი აქციები“, როდესაც პარლამენტს წვავდნენ, პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდნენ, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არის უკანონობა. ამის საშუალებას არავის არასდროს არ მივცემთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.





