14 ივნისი 2018, 15:39
როგორი იქნება ქვეშეთი -კობის ახალი გზის მონაკვეთი. ვიდეო
პოლიტიკა

ფოტო: youtube
გაზიარება
ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კილომეტრიანი გზა, 6 ხიდი და 5 გვირაბი, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბი აშენდება. კობამდე მისასვლელი ახალი გზის ვიდეოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ცნობისთვის, ქვეშეთი - კობის მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია.
რაც შეეხება 9 კილომეტრიან გვირაბს, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. პროექტი თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს.





