თამაზ ბორაშვილი: 2025 წელს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, გაიზარდა საფრთხეები და გაჩნდა ახალი გამოწვევები. გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა არაერთი სახელმწიფო საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი პოლიტიკის დაცვის კუთხით. 2025 წელი გამოწვევებით სავსე იყო საქართველოსთვისაც – ჩვენი ქვეყნის წინაშე მწვავედ იდგა შიდა და საგარეო საფრთხეები, მათ შორის იყო დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობა
პოლიტიკა

თამაზ ბორაშვილი
ვიდეო/კადრი
2025 წელს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, გაიზარდა საფრთხეები და გაჩნდა ახალი გამოწვევები. საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დასაცავად ქვეყნები აქტიურად იყენებდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური და ძალისმიერი ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სადაც მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გასული წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს 2025 წელს სამსახურის მიერ გამოვლენილი საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებების მოკლე მიმოხილვას.
როგორც თამაზ ბორაშვილმა აღნიშნა რეგიონში უსაფრთხოების თავლსაზრისით არსებულმა გამოწვევებმა დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.
„ამ პროცესებმა დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, რეგიონულ სტაბილურობასა და, ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე; გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა არაერთი სახელმწიფო საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი პოლიტიკის დაცვის კუთხით;
2025 წელი გამოწვევებით სავსე იყო საქართველოსთვისაც – ჩვენი ქვეყნის წინაშე მწვავედ იდგა შიდა და საგარეო საფრთხეები, მათ შორის იყო დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა კომპლექსურ ღონისძიებებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო შიდა და საგარეო საფრთხეების დროული გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთისაკენ“, - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.





