30 მაისი 2018, 11:17
ვახტანგ გორგასლის ძეგლი გაიწმინდება
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
გაზიარება
"თბილსერვის ჯგუფი" ძველი თბილისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდას იწყებს. სამუშაოები 3 ივნისამდე გაგრძელდება. ძეგლი ისტორიული შენობების გასაწმენდი სპეციალური ხსნარით გაიწმინდება.
სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" და კომპანია MAISTANBUL-ი განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.
კომპანია MAISTANBUL-ის ხსნარით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაწმენდილა, მათ შორის არის ლუვრის მუზეუმი პარიზში და პრეზიდენტის სასახლე თურქეთში.




