ანა ბერუკაშვილი
გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში ჰაერის ხარისხს 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება
პოლიტიკა

რუსთავი
ფოტო: Google
რუსთავში, მალე, გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის დაბინძურებას 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება. ახალი დანადგარების განთავსების თაობაზე რუსთავის მერიაში შეხვედრა გაიმართა.
გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, თანამედროვე ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურის დამონტაჟებას გეგმავს.
სადგურის საშუალებით, ადგილზე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერებების (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი) კონცენტრაციები.
ინფორმაციის მიღება ონლაინ რეჟიმში მოხდება, მიღებული შედეგები კი საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად შეფასდება.
"ახალი სადგურის დახმარებით შესაძლებელი იქნება გაკონტროლდეს 24-საათიან რეჟიმში დამაბინძურებელი ნივთიერებები, მათ შორის მტვრის ნაწილაკები, აზოტის, ნახშირჟანგის შემცველობა. აღნიშნული მონაცემი მიეწოდება მოსახლეობას, გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე და ნებისმიერი მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი", - აცხადებს გარემოს დაბინძურების მონიტორინტის სამსახურის უფროსი მარინე არაბიძე.
მისი თქმით, ახალი სადგური დაახლოებით 4 თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.





