ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალიას თქმით, ასეთი ფაქტები ვერ დარჩება და არ დარჩება რეაგირების გარეშე.
„ბევრი ამ კითხვას სვამს „ქართული ოცნების“ მიმართ იმ კუთხით, თითქოს ეს არის „ქართული ოცნების“ სისუსტე. პირიქით, როდესაც ისინი არიან მსჯავრდებულები და პასუხისგებაში მიცემული, ეს არის იმ გუნდის სიძლიერე და გუნდის უმაღლესი პასუხისმგებლობა თავისი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე, რომ ასეთი ფაქტები ვერ დარჩება და არ დარჩება რეაგირების გარეშე. ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის. ეს არის იმ პოლიტიკური ძალის და გუნდის სიძლიერე მხოლოდ და მხოლოდ, რომელ გუნდსაც წარმოვადგენთ ჩვენ. რა იქნებოდა სიძლიერე, რომ ჩვენ ეს ფაქტი გაგვეგო და ხელი დაგვეფარებინა?!“, - აღნიშნა კირცხალიამ.





