ვილნიუსის ღირსშესანიშნაობებს ღამით საქართველოს დროშის ფერებში გაანათებენ
პოლიტიკა

სამი ჯვრის მონუმენტი ვილნიუსში
ფოტო: shutterstock.com
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის ღირსშესანიშნაობები, ვილნიუსის სამი ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – სამი ჯვრის მონუმენტი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ 1TV წერს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.
სლოვენიაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე. თურქეთში, ქალაქ ანკარაში ე.წ. ანკარის ტყუპი ცათამბჯენი.
საქართველოს დროშები აღიმართება ესტონეთის ქალაქებში ტარტუს, პიარნუსა და ვილაინდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, ხოლო ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდება საქართველოს დროშები.
საქართველოს ეროვნული სიმბოლო გამოფენილი იქნება ირლანდიაშიც, დუბლინის ცენტრში, კანადაში – ოტავას მერიისა და სხვა ცენტრალურ შენობებზე.
საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ ლატვიაში, სადაც რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ მოლზე განთავსდება საქართველოს დროშის ამსახველი ყვავილების კომპოზიცია. მოლოცვებს შეურთდება ლიტვაც.





