ანა შეპკინა
სოფელ ფლავიდან კახაბერ ქისიშვილი გაიტაცეს
პოლიტიკა

ფოტო: ანა შეპკინა
ოკუპანტებმა სოფელ ფლავის მკვიდრი კახაბერ ქისიშვილი გაიტაცეს.
ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედება.
ქისიშვილის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე დაწყებულია. ოჯახს ჯარიმის თაობაზე ცხინვალიდან ჯერ არ დაკავშირებიან.
40 წლის კახაბერ ქისიშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის დედასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს.
მის საკითხს, სავარაუდოდ, ხვალ, ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.





