ნანა ქაჯაია
ჯონ მაკკეინი თბილისშია
პოლიტიკა

ამერიკელი სენატორები თბილისს ესტუმრნენ. რესპუბლიკელები ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრეჰემი და დემოკრატი ემი კლობუშარი უკვე თბილისში არიან. სენატორები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე მაკკეინი კოლეგებთან ერთად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს.
მანამდე სტუმრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურთავლეთში გაემგზავრებიან. ვიზიტი ერთდღიანია და სენატორები საქართველოს ხვალ დატოვებენ.
ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრეჰემი და ემი კლობუშარი თბილისში უკრაინიდან ჩამოვიდნენ, სადაც შეხვედრები გამართეს უკრაინის ხელისუფლების წარმომაგენლებთან, მათ შორის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან. ამერიკელი სტუმრები უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდნენ.



