19 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა დანიშნული
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, 19 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა პარლამენტის ქუთაისის შენობა შედგება.
კობახიძის განცხადებით, სხდომა 21:00 საათზე დაიწყება.
"დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს" - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა, მათ შორის გააქტიურებულია საუბრები შიდაპარტიულ დისციპლინაზე. ამ თემებზე დისკუსია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელები ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.





